png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ლიბერალის“ რედაქტორს თავს დაესხნენ

  • სამართალი
  • 17.09.2018
  • 16:34
„ლიბერალის“ რედაქტორს თავს დაესხნენ

„ლიბერალის“ ინფორმაციით, შაბათს, საღამოს 20:30 საათზე, მათ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თავს დაესხნენ. 

მათი ინფორმაციით, ვარდიაშვილს 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. 

ვარდიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. მისივე თქმით, მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ", - ამბობს ვარდიაშვილი, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ თვითმმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომერიც. მისი თქმით, მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური განყოფილების თანამშრომლებიც.

მისივე განცხადებით, პოლიციაში მას თავდასხმის მოტივზე ჰკითხეს.

„თავდასხმის მოტივზე მისვამდნენ შეკითხვებს, დარწმუნებით ვერაფერს ვამბობდი, რადგან დღემდე არ ვიცი, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემზე ასეთი თავდასხმის განზრახვა, მით უმეტეს, თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციაში მას ეკითხებოდნენ, ვინმეს ბიზნესს ხო არ შეხებია „ლიბერალი", რაზეც მან უპასუხა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემატიკაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს.

„მეორე დღეს, 11 საათისთვის დამიბარეს. მივედი. პირველი რაც მკითხეს, ის იყო, რომ რატომ ვიცრუე, თითქოს უთანხმოება არავისთან მქონია. მითხრეს, თითქოს მათ დაადგინეს, რომ მე, თურმე, 14 სექტემბერს ისტ-პოინტში მდებარე მაღაზია „კარფურში“ ვიჩხუბე, და ვიღაც პირებს ვცემე. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა“ - აღნიშნავს ვარდიაშვილი.

მისივე განცხადებით, მან გამომძიებელს აუხსნა, რომ მას არა თუ არ უჩხუბია კარფურში, არამედ საერთოდ არ იმყოფებოდა იქ, თუმცა მისივე თქმით, გამომძიებელი მას უმტიცებდა, რომ მას აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იმყოფება ის დედასთან ერთად „კარფურში“ 14 სექტემბერს და ჩხუბობს.

„ამ „ვერსიამ" შოკში ჩამაგდო. არავითარ „კარფურში“ არ ვყოფილვარ, არავისთან მიჩხუბია, დედაჩემი საერთოდაც არ ცხოვრობს თბილისში. გამოვედი დაკითხვის ოთახიდან, დადავურეკე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს, დავურეკე შსს-ს პრესსამსახურს და შევატყობინე მომხდარი. საიამ გამომიყო ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელმაც 10 წუთის შემდეგ დამირეკა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავი. დავრეკე რედაქციაში და საქმის კურსში ჩავაყენე თანამშრომლები, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვეულებრივ გაუგებრობაში არ მოვყოლილვარ“ - ამბობს ვარდიაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ გამომძიებელმა „ლიბერალის" რედაქტორი ისევ ოთახში შეიყვანა და უთხრა, რომ ის მართალია და თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია გამოკითხვები და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge