png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი იტალიაში მთავრობის წევრებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 18.09.2018
  • 11:17
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი იტალიაში მთავრობის წევრებს შეხვდა

„ეუთოს სივრცეში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ეუთოს ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება, რათა სახელმწიფოებს შორის ნდობა და თანამშრომლობის სურვილი განმტკიცდეს, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენცო მოავერო მილანესთან შეხვედრისას. 

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრისას მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ეუთოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის სფეროები, კოორდინირებული მოქმედებები, საერთაშორისო სამდივნოებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ქმედითი მექანიზმების ამოქმედება.

„სახელმწიფოებს შორის დიალოგის წარმართვის კუთხით, ეუთო ინარჩუნებს პრივილეგირებული ინსტიტუტის მანდატს, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი მიდგომების ფორმატს მოიცავს. რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, იგი საპარლამენტო დიპლომატიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფორუმია. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, უკრაინის კრიზისი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, კიბერ საფრთხეები, ჰიბრიდული ომები, კორუფცია და ტრეფიკინგი იტალიის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო მიზნის მიღწევას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების თემას შეეხო. იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიგი წერეთელმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამნაშავეთა პასუხისგების მიცემის საკითხში იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. შეხვედრებზე ქართველმა კანონმდებელმა ემიგრანტთა სტატუსის და სამუშაო კვოტების საკითხიც დააყენა.

რომში ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი იტალიის სენატის პრეზიდენტს, ელიზაბეტა ალბერტი კაზელატს, სენატის ვიცე-პრეზიდენტს, პაოლა ტავერნას, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, რობერტო ფიკოს და სახელმწიფო მინისტრს ნიკოლა მონტელის შეხვდა. იტალიის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამთავრობო და ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს შეხვდა და სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge