png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

  • კულტურა
  • 21.09.2018
  • 15:36
 პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს მშვიდობისა და საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პირადად გადასცა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დიდი ბედნიერებაა, როდესაც უნარითადა ნიჭით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს არ ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო და მასზე ზრუნვა ჩვენი ერის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად.

„ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელოვნებისა და მუსიკის ღირებულებებისთვის ახორციელებთ.

დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი მიუღია დღემდე.

„ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ კი რამე გამიკეთებია, თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემს ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დახმარებების, მხარში დგომისთვის, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმოუჩინეთ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან. განსაკუთრებით ბავშვებისა და ფონდ “ლირას” გვერდით დგომისთვის, ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერისათვის პირველივე დღიდან, როდესაც მე თქვენ აგიხსენით ამ ფესტივალის იდეა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიეესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში.

„წელს ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ჩოხატაურში ახალგაზრდა პიანისტებისთვის მის მიერ მოწყობილ კონცერტზე, სადაც ვიხილეთ ლიეტუველი, ქართველი და საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა მშობლების სახეებზე დიდი ბედნიერება დავინახე, ვინაიდან ეს ამ ბავშვებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.

საფრანგეთმა, თავის მხრივ, ელისო ბოლქვაძე უკვე 2015 წელს დააჯილდოვა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჯილდოთი, რომელიც მას საქართველში გადაეცა და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიზიარებ სიხარულს იმისა, რაც გახლავთ საქართველოს მიერ მისთვის ჯილდოს გადაცემა“, – განაცხადა ელჩმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge