png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში და დაიწყო ეს ომი - ნინო ბურჯანაძე რუსული ტელეარხის ეთერში

  • პოლიტიკა
  • 25.09.2018
  • 10:29
სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში და დაიწყო ეს ომი - ნინო ბურჯანაძე რუსული ტელეარხის ეთერში

„სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში და დაიწყო ეს ომი“ - ეს განცხადება, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გასამართლების ნაცვლად, კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. "იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე ივანიშვილის ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის კურსი აირჩია”, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პუტინმა ფეხზე დააყენა და მას ანგარიში სხვებმა, განსაკუთრებით კი პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

ნინო ბურჯანაძემ საქართველოში დასავლეთის გავლენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შედეგები კი ისეთია, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს სურს.

„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს.

როდესაც საქართველო პრაქტიკულად დაყოფილია, არსებობს 2 გადაუჭრელი კონფლიქტი და რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია. პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.

რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა,“-ამბობს ბურჯანაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge