png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებ-ეს სამჭედლოში არიან გაზრდილები და სალომე ზურაბიშვილს ეძახიან მოღალატეს - გოგა ხაინდრავა

  • პოლიტიკა
  • 25.09.2018
  • 15:02
მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებ-ეს სამჭედლოში არიან გაზრდილები  და სალომე ზურაბიშვილს ეძახიან მოღალატეს - გოგა ხაინდრავა

მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა, ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებ-ეს სამჭედლოში არიან გაზრდილები.

„მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის, სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კაგებ-ეს სამჭედლოში გაზრდილები არიან.  საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და კიევის დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, კაგებ-ეს სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ. გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი, სისხლში ჩაახშეს ქვეყანა და მისი ნათესავები. ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამბსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ცდილობს, საქართველოში არიოს ვითარება, რადგან ხედავს, რომ ასეთი სწრაფვა, ასეთი ახლოს ყოფნა ნატო-სთან, როგორც დღეს არის, საქართველოს არასოდეს ჰქონია.

„ასეთი მზადყოფნა მსოფლიოში, რომ საქართველო მიიღოს იმ ოჯახში, სადაც ასე თუ ისე ადამიანის უფლებები დაცულია, არასოდეს ყოფილა. იქ ჩვენ ედემის ბაღი არ დაგვხვდება, მაგრამ იქ რაღაც ადამიანური ურთიერთობები დაგვხვდება. იქ სიმართლე დაგვხვდება. რამდენიმე დღის წინ პუტინი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ყველაზე მშვიდობისმყოფელი ქვეყანა არის რუსეთი. ჩვენ სამხედრო ძალა როდის გამოგვიყენებია, ან ვის ტერიტორიაზე შევსულვართ, ან რა გაგვიკეთებია. ამას ლაპარაკობს კაცი, რომლის 65 ათასი კაცი იმყოფება დღეს სირიაში და მიწასთან გაასწორეს ის ქვეყანა, არ დატოვეს არც ერთი სახლი. ამის მაქნისი კაცი ლაპარაკობს, რომ როგორ გეკადრებათო? არ გაგონებთ არავის? ის აბსოლუტურად გაუგებარი, გაუგონარი დამოკიდებულება ეკლესიისადმი. როგორი ქომაგები გახდნენ წარმოიდგინეთ. ის ბოკერიას ქალი რომ არის, ისიც კი ეკლესიას იცავს. როდესაც მიწაში დებდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ ქართული ეკლესიის ინტერესებს.  თუ ვინმე მოიგონა და ვინმემ შექმნა აბსოლუტურად სამარცხვინო მოძრაობა, რომელიც საერთოდ არ არის დამახასიათებელი ქართული საზოგადოებისთვის და მთელ მსოფლიოში გაიტანა თემა, რომ ჩვენ ვჩაგვართ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისი სხეულის ნაწილი ისე უნდათ გამოიყენონ, როგორც უნდათ, თურმე ჩვენ მათ სიცოცხლის შესაძლებლობებს არ ვაძლევთ. ვინ გააკეთა ეს? ჩერგოლეიშვილმა და ბოკერიამ. დღეს გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად”, – განაცხადა გოგო ხაინდრავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge