png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება, ამის წინააღმდეგ ხმას პირველები ავიმაღლებთ - სოფო კილაძე

  • პოლიტიკა
  • 26.09.2018
  • 13:20
თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება,  ამის წინააღმდეგ ხმას პირველები ავიმაღლებთ - სოფო კილაძე

ეს არ არის მედიას თავისუფლებაში ჩარევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ “პალიტრა მედია ჰოლდინგის” სტამბაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის მთავარია, რომ მედიის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა.

„თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. აქ საქმე იყო მხოლოდ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, საბუთების გამოთხოვასთან. არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით ზღუდავდეს “პალიტრა მედია ჰოლდინგის” მედიასაშუალებების საქმიანობას. უბრალოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საბუთები იყო გამოთხოვილი. ეს არ არის მედიას თავისუფლებაში ჩარევა”, – განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ საქმესთან ქუმსიშვილი.

„არ ვიცი, როდის და რა ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო ორგანოებს. ამაზე ალბათ უკეთესად თვითონ გააკეთებენ განცხადებას. თუ პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო ქუმსიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება კონკრეტულ საქმეზე? ან საერთოდ, რა შუაშია ქუმსიშვილი ჩემთვის ცოტა გაუგებარია”, – აღნიშნა კილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge