png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არჩევნებია ის იარაღი, რომლითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ - დავით ბაქრაძე

  • პოლიტიკა
  • 28.09.2018
  • 16:05
არჩევნებია ის იარაღი, რომლითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ - დავით ბაქრაძე

არჩევნები პირველ რიგში ეკუთვნის სწორედ იმ ხალხს ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება და გაჭირვება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას მიმართა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ მათ აღარ აქვთ მომავლის რწმენა, ბევრისგან მომისმენია, რომ იმდენად არ მოსწონთ დღევანდელი ცხოვრება, იმდენად არ მოსწონთ დღევანდელი მთავრობა, რომ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას. მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ არჩევნები პირველ რიგში ეკუთვნის სწორედ იმ ხალხს, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი გაჭირვება, ვინც მოატყუეს, ვისაც საქმე არ გაუკეთეს, ვისაც გვერდით არ დაუდგა მთავრობა, ვინც ხედავს, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს. ამ ხალხს ეკუთვნის პირველ რიგში არჩევნები და თუ ეს ხალხი არ წავა არჩევნებზე ეს ნიშნავს იმას, რომ სხვები გადაწყვეტენ მათ მაგივრად, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და ნუ მისცემთ საშუალებას სხვებმა გადაწყვიტონ თქვენი ცხოვრება, სხვებმა გადაწყვიტონ თქვენი ხვალინდელი დღე. ნუ გაუშვებთ ხელიდან არჩევნებს იმიტომ, რომ სწორედ არჩევნებია ის იარაღი, რომლითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომ მოდი ერთად დავდგეთ ამ არჩევნებზე, ნუ ვაჩუქებთ ჩვენ ხმას მთავრობას. არჩევნებზე არ მისული ადამიანი არის მთავრობისთვის ნაჩუქარი ხმა", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge