png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გერმანია გაერთიანების 28-ე წლისთავს აღნიშნავს

  • მსოფლიო
  • 03.10.2018
  • 10:28
გერმანია გაერთიანების 28-ე წლისთავს აღნიშნავს

გერმანიის ერთიანებობის დღე - ეს არის ეროვნული დღესასწაული - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანების აღსანინავად, რომლის შესახებაც ხელშეკრულება 1990 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა. 1990 წლიდან მოყოლებული გერმანიაში 3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღესასწაულია.

1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად კანონს შეუერთდა და საბოლოოდ გაერთიანდა ორი ქვეყანა, რომლებსაც 28 წლის განმავლობაში (1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე) ბერლინის კედელი ყოფდა. 
გერმანია ორ რესპუბლიკად 1961 წლის 13 აგვისტოს გაიყო. გამთენიისას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მცხოვრებლებს გერმანიის საზოგადოებრივმა სააგენტომ ვარშავის ხელშეკრულების შინაარსი ამცნო. 13 აგვისტოს დილიდან გერმანელებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და დასავლეთ გერმანიას შორის საზღვარი დახვდათ. სწორედ მაშინ აიგო ცივი ომის სიმბოლო _ "ბერლინის კედელი". ვინც კი მის გადაკვეთას მოინდომებდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებს # 101 ბრძანებით ცეცხლი უნდა გაეხსნათ. კედლის გადაკვეთის პირველი მსხვერპლი აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებელი რუდოლფ ურბანი იყო.

კედლის გადაკვეთის მსურველი ბოლო მსხვერპლი კი 20 წლის კრის გეფფროი იყო. მან #101 ბრძანების გაუქმებამდე ორი კვირით ადრე კედელზე გადახტომა სცადა, რის გამოც სიცოცხლეს გამოასალმეს. კედლის სიმაღლე 6 მეტრი, სიგრძე კი 155 კილომეტრი იყო, მას 600 მოდარაჯე ძაღლი იცავდა. კედელზე 302 საგუშაგო ფუნქციონირებდა.

სტატისტიკური მონაცემებით, კედლის გადაკვეთა მისი აღმართვიდან 5043 ადამიანმა შეძლო, მათ შორის 574 სამხედრო იყო. კედლის გადაკვეთის ოპერაციის მომზადებისთვის სულ დაპატიმრებული იყო 60 ათასზე მეტი ადამიანი. უშუალოდ კედელთან დაპატიმრებულია 3221 ადამიანი. ბერლინის კედლის გადაკვეთისას ლიკვიდირებულია 1008 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი ბავშვი და 60 _ ქალი. ბერლინის კედლის არსებობის განმავლობაში მისი დანგრევისა და შტურმით აღების 35 შემთხვევაა დაფიქსირებული.

1987 წლის ივნისში შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბერლინის გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა, დაენგრია კედელი, რომელიც ქალაქს საბჭოთა აღმოსავლეთად და დემოკრატიულ დასავლეთად ყოფდა: " გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!"

1990 წლის 16 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ჰელმუდ კოლმა და საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ჟელეზნოვოდსკში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი გერმანიის გაერთიანებასა და მის ნატოში შესვლას ეთანხმებოდა. გაერთიანებული გერმანია კი საბჭოთა კავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ვალდებულებას იღებდა. ეს შეთანხმება გახდა საბჭოთა კავშირის მხრიდან საბოლოო თანხმობა ორი გერმანიის გაერთიანების თაობაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge