png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

6 წლის წინ ქართველმა ერმა უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 03.10.2018
  • 10:41
6 წლის წინ ქართველმა ერმა უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - მამუკა ბახტაძე

6 წლის წინ, ქართველმა ერმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„ამ დღეს ,,ქართულმა ოცნებამ“, ქართველ ერთან ერთად უდიდესი გამარჯვება მოიპოვა - მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი  და დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ქვეყანამ მიაღწია წინსვლას ყველა სფეროში და პროგრესი ხელშესახებია.

„მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ.  ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ევროპული ქვეყანა, და მივაღწიოთ ჩვენს საერთაშორისო მიზნებს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის და ნატოს სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge