png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება - გიორგი ქობულია

  • ეკონომიკა
  • 03.10.2018
  • 12:06
KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება - გიორგი ქობულია

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის  საკრედიტო შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და  ევროკავშირის ელჩი  საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრნენ.

სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა.

ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, საქართველო მიიღებს ჯამურად 74 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, რომელიც გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით და სრულად იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში.

გიორგი ქობულიას განცხადებით, „აღნიშნული შეთანხმებები იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ენერგეტიკულ სფეროში განვითარებას და რეფორმებს. „მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ და რეფორმები განვახორციელოთ“ – აღნიშნა ქობულიამ.

„შეთანხმებებზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, რომელიც უკვე ჩამოგვიყალიბდა საქართველოს ხელისუფლებასთან. ენერგოსექტორი უმნიშვნელოვანესი სფეროა, ვინაიდან მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და იმ რესურსების ეფექტურ გამოყენებას, რომელიც აქვს ქვეყანას,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებით ფინანსური რესურსის გამოყოფა მოხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში. აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.

2018 წელს საქართველო KfW-სგან და AFD-სგან მიიღებს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს ჯამურად 74 მილიონ ევროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდასაჭერად.

ამასთანავე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge