png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ახლაც ვიმეორებ რომ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო - ეკა ბესელია

  • პოლიტიკა
  • 04.10.2018
  • 16:54
ახლაც ვიმეორებ რომ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო - ეკა ბესელია

2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის ახალი არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ განაცხადა.

მისი თქმით, ტერმინი „დანაშაულებრივი რეჟიმი“ ​პრობლემა არ არის. 

„პოზიცია ნათელი რომ იყოს, 2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის არ არის არც სირთულე და არც ახალი. ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ. მათ შორის იმ დადგენილებით, რაც 2016 წელს მივიღეთ და ახლაც ვიმეორებ იმას, რაც იქ წერია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც განმარტა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო.

„რეზოლუციის მოთხოვნაში დასაზუსტებელია, რომ სამართლებრივად იურიდიულ კომიტეტს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეს. მოთხოვნა სამართლებრივად სწორი უნდა იყოს. შეფასების ნაწილში პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, კონკრეტული სახელი და გვარი ჩაწეროს, რომლის დასჯასაც სამართლებრივი ორგანოების მხრიდან ითხოვს. ეს აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რადგან საქმეები ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულია“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, გამოძიების წარმართვის, დასრულებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენის მოთხოვნის უფლება პარლამენტს აქვს, მაგრამ კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნის უფლება არა.

„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გვეუბნება, რომ ეს მართლმსაჯულების საქმეა. სამართლებრივად რეზოლუციის მოთხოვნების დახვეწა საჭიროა. ფორმულირებები გასამართია. ამის შემდეგ კომიტეტს კენჭისყრა შეუძლია ჩაატაროს და პოზიციები გამოჩნდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო.

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ტერმინ – დანაშაულებრივ რეჟიმს ერიდებიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge