png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩემთვის არაფერს ნიშნავს IDFI-ის კვლევა, ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 12.10.2018
  • 14:02
ჩემთვის არაფერს ნიშნავს IDFI-ის კვლევა, ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები - კახა კალაძე

DFI-ს კვლევა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიზთან დაკავშირებით თემაზე – „საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება“.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

„ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეს კვლევა. ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია წამყვან ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ შევადარებთ და აუცილებლად უნდა გაკეთდეს შედარებები, კარგად ნახავთ სტატისტიკას, 2012 წლის მერე როგორი ნახტომი გვაქვს უკეთესობისკენ, დადებითი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ, პირიქით, უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ; მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო მარტივი უნდა იყოს ბიზნესის კეთება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად დაცული უნდა იყოს ინვესტიციები და ბიზნესსექტორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge