png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მეხი არ დაგეცეთ - ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს

  • პოლიტიკა
  • 17.10.2018
  • 09:23
მეხი არ დაგეცეთ - ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს

„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ - ასე მიმართა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებობს. „ქვეყანა დაგვემხო თავზე,“ - განაცხადა ელისაშვილმა. 

მისი თქმით, გავრცელებეული ჩანაწერების გამოძიების იმედი არა აქვს.

„პროკურატურა საქმეებს უნდა იძიებდეს და ორი დღის წინ დადგეს რაღაც სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს მოგვაჩეჩეს, როგორც ფაქტი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი იხსენებს "ომეგა ჯგუფის" საქმეს და ლევან ყიფიანის განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქუაშვილთან ერთად განზრახ აკეთებდა ჩანაწერებს.

ელისაშვილის თქმით, ამის მსგავსად საუბრობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ მირზა სუბელიანთან შეთანხმდა, რომ ტყუილს იტყოდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.

„სპორტის მინისტრს, დეპუტატებს, "ქართულ ოცნებას" მეტი საქმე არ გაქვთ, რომ იაროთ და ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე? კარგი, ვითომ ყეყეჩები, ბრიყვები ვართ და ვერაფერს ვერ ვხვდებით, მაგრამ მეტი საქმე არ გაქვთ? ქვეყანაში პრობლემა არ არის, რომ ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე და არ გვასმენინოთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები „კორუფციის ჭაობში არიან ჩაძირულები“ და ქვეყანაზე საერთოდ არ ზრუნავენ.

„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ - მიმართა ელისაშვილმა ოხანაშვილს.

ელისაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ექნებოდა, მაშინ შს მინიტრს, გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, თანამდებობებიდან გადააყენებდნენ და საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ პირებს დანიშნავდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge