png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

  • ბიზნესი
  • 19.10.2018
  • 15:11
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობის დაფინანსების განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ვაჭრობის დაფინანსების უახლესი ტენდენციები, ინოვაციური პროდუქტები და საქართველოს როლი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია, როგორიცაა EBRD-ის  მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება ვენის, ფრანკფურტის, ლონდონისა და სტამბოლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში.  საქართველოს ბანკი და EBRD წარმატებულად თანამშრომლობენ ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლიდან წარმატებით ვმონაწილეობთ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში (TFP) და სწორედ ამიტომ მრავალი წელია საქართველო მიიჩნევა ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრ ქვეყანად, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ხელმისაწვდომობას ეფექტიანი დაფინანსების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაიმართოს დისკუსიები ბანკების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების, კომერციული საგადასახადო რისკების, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.  

EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი 100  სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ემიტენტი, მიმღები და თანადამფინანსებელი ბანკების წარმომადგენლები, ასევე, ვაჭრობის დაფინანსების ასოციაციები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge