png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმის მერია: ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სპეცტექნიკა მზადყოფნაშია

  • ეკონომიკა
  • 07.12.2015
  • 17:25
  ბათუმის მერია: ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სპეცტექნიკა მზადყოფნაშია

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ სპეციალური ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს შპს "სანდასუფთავების" ადმინისტრაციული შენობის ეზოში ყველა იმ ტექნიკის გამოფენა მოხდა, რომელიც მუნიციპალურ საწარმოებს გააჩნიათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: შპს ,,სანდასუფთავების“, შპს ,,ბათუმის წყლის“, ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს", ა(ა)იპ " ბათუმის ბოტანიკური ბაღისა" და ა(ა)იპ " ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" ბალანსზე არსებული ტექნიკის ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ შპს ,,სანდასუფთავებამ“ წელს დამატებით 2 ერთეული ახალი ჯაგრისებიანი მინიტრაქტორი შეიძინა, რომლის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს. სპეციალური ტექნიკა განაახლა შპს ,,ბათუმის წყალმაც“. შეძენილი იქნა ერთი სანიაღვრე არხის და ერთი თოვლს საწმენდი მანქანა. ტექნიკის ღირებულება 1 მილიონ 100 ათას ლარს შეადგენს.
„მზადყოფნაშია ჯაგრისებითა და ყინულის სამტვრევი მექანიზმით აღჭურვილი სპეცტექნიკა, ხელის მოტობლოკი, ჯსბ-ს მარკის ტრაქტორი, რომელიც ისეთი ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად გამოიყენება, სადაც დიდი მანქანა ვერ მუშაობს. მობილიზებულია გრეიდერებიი, 5 ტონიანი თვითმტვირთავი მანქანა, ე.წ. ბობკატი, რომელიც აღჭურვილია თოვლის საწმენდი ჯაგრისით. გარდა ამისა საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება სანდასუფთავების 300 თანამშრომელი და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური”, აცხადებენ ბათუმის მერიაში.
გასულ კვირას ბათუმის მერიაში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გაიმართა. სადაც საგანგებო სიტუაციების დროს გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა განიხილეს. ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, მუნიციპალიტეტი უამინდობისთვის მზადყოფნაშია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge