png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უშიშროების საბჭოს გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 01.11.2018
  • 12:43
უშიშროების საბჭოს გარეშე ქვეყნის დატოვება არც ერთი დღით არ შეიძლება - პრეზიდენტი

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - უშიშროების საბჭო, რომელიც იყო წლების განმავლობაში ფორმატი და ფორუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებული არის ჩვენი პარტნიორების მიერ. 

„მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეწყვიტა ამ სტრუქტურის არსებობა თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი; ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, გვექნება ახალი კონსტიტუცია და არ გვექნება უშიშროების საბჭო. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად წარმატებებისა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროდან ან ქართულ ჯარში, მიხედავად იმისა, რომ ჩვენი მებრძოლების კვალიფიკაცია ყოველდღიურად იმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ღრმავდება ჩვენი კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან, აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ხაზს ვუსვამ, არა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი დირექტივა, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისთვის და სხვა უწყებებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენი სამხედროები, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ სამშობლოს ყველაზე საშიში მტრის წინააღმდეგ, უნდა იყვნენ სრულიად გამართულები თავიანთ ქმედებებში და იმ ბრძანებების აღსრულებაში, რომელიც მათ მიეცემათ პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე ან 6 თვე წყნარად ფეხი-ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ ოდესღაც რაღაც იქნება შექმნილი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge