png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქრისტიანი ქალის გათავისუფლება საპროტეტსო აქციების ფონზე დროებით გადაიდო

  • მსოფლიო
  • 02.11.2018
  • 15:13
ქრისტიანი ქალის გათავისუფლება საპროტეტსო აქციების ფონზე დროებით გადაიდო

პაკისტანის ხელისუფლებამ ქრისტიანი ქალის ასია ბიბის გათავისუფლება დროებით გადადო. ბიბის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი მუჰამედის შეურაცხყოფისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა.

Associated Press-ის ცნობით, მუსულმანები ბიბის გათავისუფლებას აპროტესტებენ და მის სახალხოდ ჩამოხრჩობას მოითხოვენ.

დემონსტრანტებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ხელისუფლებამ იმ ციხის დაცვა გააძლიერა, სადაც ბიბი იმყოფება. საპატიმროს თანამშრომლებმა გუშინ ორი პატიმარი დააკავეს, რომლებიც ბიბის დახრჩობას ცდილობდნენ.

ოქტომბერში დიდი ბრიტანეთიდან ორ შვილთან ერთად პაკისტანში დაბრუნდა ბიბის ქმარიც. გავრცელებული ცნობით, ასია ბიბის თავშესაფარი ეპანეთმა და საფრანგეთმა შესთავაზა, თუმცა ოჯახს ჯერ არ  გადაუწვეტია სად იცხოვრებს, ბიბის გათავისუფლების შემდეგ.

ბიბი 2010 წელს დამნაშავედ ცნეს წინასწარმეტყველ  მუჰამედის შეურაცხყოფისათვის, რაც პაკისტანის კანონმდებლობით სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.

ბრალი მას 2009 წელს წაუყენეს. იმ დროს ჩხუბი მოხდა ბიბისა და  მუსულმან ქალებს შორის, რომლებთანაც ბიბი მუშაობდა.

გამოძიების ფარგლებში ბიბიმ განაცხადა, რომ ქალები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქრისტიანი იყო, რის პასუხადაც ბიბიმ  მუჰამედი შეურაცხმყოფელი სიტყვებით რამდენჯერმე მოიხსენია. მისი თქმით, ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას მუსულმანებმა სცემეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge