png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 02.11.2018
  • 16:02
ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან - მამუკა ბახტაძე

ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რამდენიმე დღის წინ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ე.წ fake news-ს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამგვარი რამ ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ინტერესები - უსაფრთხოება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველანაირ პარტიულ ინტერესზე და მით უმეტეს, არჩევნებზე მაღლა დგას.

„ჩემთვის ეს თემა შეიძლება ძალიან ემოციური იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ემოციურია, რას კადრულობს ზოგიერთ ოპონენტი, როდესაც მსგავსი დეზინფორმაციით ავსებს სოციალურ ქსელს და მათ შორის, მედიასაშუალებებს. საქართველო მყარად დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა განზომილებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი დონის. შესაბამისად, ძალები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან ნეგატიური ილუზია, ამას ვერასოდეს ეღირსებიან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ მეგობრებსა და კოლეგებს გავრცელებულ fake news-თან დაკავშირებით გაკეთებული ძალიან პრინციპული განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენი არამეგობარი ძალები ხშირად მოქმედებენ, ასე აქტიურად აისახა საქართველოშიც. თუმცა, მინდა გავიმეორო, რომ ისინი ვერასოდეს ეღირსებიან, მიაღწიონ მიზანს. ის ფუნდამენტი, რაც ჩვენ შევქმენით, შეუქცევადია“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge