png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ქართული ოცნება“ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯემალ გახოკიძეს უშვებს?

  • პოლიტიკა
  • 05.11.2018
  • 17:29
„ქართული ოცნება“ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯემალ გახოკიძეს უშვებს?

კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად ნაბიჯის გადადგმას იწყებს და ამ საკითხის მოგვარებას, არც მეტი, არც ნაკლები, შევარდნაძის ეპოქის უშიშროების ყოფილ მინისტრს, ჯემალ გახოკიძეს ანდობს.

ჯემალ გახოკიძე, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში, სხვადასხვა დროს იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, უშიშროების მინისტრი, შსს-ის გამომძიებელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, მთავრობის აზრით, თურმე შესძლებს და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან პრობლემებს მოაგვარებს.

ეს ის გახოკიძეა, რომელიც იმ დროს იყო მინისტრის მოადგილე, როცა სამინისტროს მეექვსე თუ მეშვიდე სართულიდან დაკავებულები ხტებოდნენ, რადგან ვერ უძლებდნენ წამებას და ამას ის „გაგებით ეკიდებოდა“; გახოკიძე, რომელსაც ბალუაშვილთან ერთად, როგორც იმჟამინდელი პრესა წერდა და პატიმრები სასამართლო პროცესებზე აცხადებდნენ, ლომის წილი მიუძღვის ზვიადისტების დაკავებისა და წამების საქმეში, თუნდაც იმით, რომ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და არაფერს აკეთებდა, სდუმდა; გახოკიძე, რომლის ხელმძღვანელობით გამოძიებულმა ტერაქტისა თუ ქუჩაში ადამიანების დახვრეტის საქმეებმა სასამართლოში სრული ფიასკო განიცადა და რომელსაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ბალუაშვილთან ერთად, ქვეყნის მტრად აცხადებდნენ, საინტერესოა, რა ენაზე და რა თემაზე უნდა დაელაპარაკოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობას.

ერთადერთი, რაც გახოკიძეს აფხაზეთთან დადებით ასპექტში აკავშირებს, მის მიერ გამოცემული წიგნია - „ჰონკონგი-ჩინეთი“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დამუშავდა „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების  ცენტრში“. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა პარალელები გაავლო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და ჰონკონგ-ჩინეთს შორის - ეს არის და ეს. სხვა შემხებლობა იმ დროს, როცა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობებზე მხოლოდ ტყვია ლაპარაკობდა, გახოკიძე კი ქვეყანაში სტრატეგიულ პერსონას წარმოადგენდა, მას არ ჰქონია. ის სდუმდა.

საინტერესო გახოკიძის ბიოგრაფიაში ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველამ უცებ დაივიწყა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, თავის დროზე როგორ უხდიდა სააკაშვილის ბებიას, მზია წერეთელს დაბადების დღეებს, როგორ გადაუხადა დაბადების დღე ურეკში გივი ალასანიას, და უცებ, თბილისის მერის, დავით ნარმანიას მრჩევლად მოგვევლინა. ცოტა ხნის წინ, მიუხედავად იმისა ხონელი არაა, ხონის საპატიო მოქალაქეც გახდა. ამიტომ იყო, ალბათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახოკიძემ თავისი კანდიდატურა წარადგინა მთ.პროკურორის პოზიციაზე, სურდა გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კენჭს იყრიდა დეპუტატობაზე, თუმცა მხოლოდ ოჯახის წევრების ხმები დააგროვა. და, მაინც, ის არ დანებდა და ახლა აფხაზეთის საკითხებს გადასწვდა. მთავრობა კი, რომელის მომხრეებიც ყველას კგბ-ს აგენტებს ეძახიან, სწორედ კგბ-ს ნომეკლატურას ანდობს ისეთი მტკივნეული თემის მოგვარებას, რომელსაც აფხაზეთი ქვია.

წყარო: alia.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge