png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება

  • სამართალი
  • 06.11.2018
  • 13:55
ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება

ნარკოტიკული-ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2019 წლის აპრილიდან დაწესდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შედის, რომლის გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

„კითხვები არის, სამართალდამცავი ორგანო მზად არის თუ არა შესაბამისი ტესტებით და შესაბამისი პროცედურით. ამიტომ, განისაზღვრა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. მანამდე ყველაფერი მომზადდება იმისთვის, რომ შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და ამავე დროს, მოქალაქეთა ინფორმირება განხორციელდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მსგავსად, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება. პროექტი არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მკაცრ მიდგომებს განსაზღვრავს, რათა მარიხუანაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge