png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

  • ბიზნესი
  • 20.11.2018
  • 11:47
BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, “ღია ბანკინგის” განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს ერთი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება, დასწრებოდნენ საინტერესო სემინარებს და პრაქტიკულ CodeLab-ებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. ამ სფეროს წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ტექნიკური უნარების მქონე სპეციალისტები და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოშიც იმართება, რაც ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა Google, IBM და Microsoft. საქართველოს ბანკი ღონისძიების პარტნიორია და ზრუნავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფინტექ სფეროში გამოყენების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. 

დევფესტს ორგანიზებას უწევდა თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი)  კომპანია Google-თან და BOG Fintech-თან პარტნიორობით.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის სენდბოქსში ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge