png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დავალიანების განულების შესახებ წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 20.11.2018
  • 13:40
დავალიანების განულების შესახებ წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ დავალიანების განულებაზე მთავრობის მიერ გაცემული დაპირება არარეალურია.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ვიდეოები და „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის არჩევნებამდე გაცემული დაპირებები წარადგინა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი დაპირება გასცა, თუმცა არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია კომუნალური გადასახადების გაიაფების დაპირება, რაც პირიქით, გაიზარდა.

ვაშაძის თქმით „ქართული ოცნების“ ახალი დაპირება არის სიცრუე, რომელზეც მოქალაქეები არ წამოეგებიან.

„ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორეც იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო ვისზე ვრცელდება და მესამე, ეს ხდება არჩევნების შემდეგ, ანუ სურთ, ჯერ ხმა მიიღონ და მერე ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სხვა რამეს ვგულისხმობდით. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი გვითხრეს, ათას ტყუილს და სისულელეს მოიგონებენ, რომ ყველაფერი გაამართლონ. მათ ერთადერთი რამ სურთ, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, კრედიტების დაგროვებისა და გადახდისუუნარობის მიმართულებით პრობლემები 2012 წლის შემდეგ შეიქმნა და ამის ძირითადი მიზეზი არასწორი რეფორმები და ლარის კურსის ვარდნა იყო.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ამ უზარმაზარ კრიზისს. ჩვენ ამაზე დეტალური კვლევა გვაქვს გაკეთებული. პირველი – 2012-2014 წლებში აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა, ასევე რეგულაციებთან, დაუბეგრავ მინიმუმთან და ა.შ.“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს ყოველივე 2014 წლიდან ეკონომიკაზე აისახა, გაუფასურდა ლარი და მოქალაქეებს დაუგროვდათ ვალები.

„2014-2016 წლებში ისინი ბანკებს მიმართავდნენ, მაგრამ შემდეგ ბანკებიც აღარ აძლევდნენ თანხას და 2017 წელს 607 ათასმა ადამიანმა მიმართა უკვე ლომბარდებს, ჩადეს სახლი, მანქანა ან ოქროული. ამ თანხასაც დაარტყა ლარის კურსმა. ქვეყანაში ინვესტიციები არ იმატებს და ამ კუთხით 10 წლის წინანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია. ამ ყველაფერმა მთელი ქვეყნის სრული გაბანკროტება გამოიწვია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge