png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის - ბიძინა ივანიშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.11.2018
  • 09:43
ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის - ბიძინა ივანიშვილი

„ოპოზიცია არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. თუ გუნდში პრობლემაა, ესევე პრობლემაა მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, საზოგადოებას ისევ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება უწევს , რაც ცუდია. მისივე თქმით, ამის ხარჯზე თითქოს პარაზიტობს „ქართული ოცნებაც“ რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება.

„ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოვახერხოთ, ესეც უნდა მოხდეს. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი და ეს არც შეიძლება, მე ერთი გუნდის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, იმ გუნდთან გავაგრძელებ. ეს უნდა მოახერხოს ისევ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ქონდა კონსტრუქციული ოპონირება, რის გამოც მივიღეთ ის შედეგი.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ არაკონსტრუქციული ოპონირება, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან, კიდევ უფრო, გაანებივრა გუნდი. რომ ნახეს, რომ ყველაფერზე თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და ის ძალაა რა ძალაც არის და კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს რომ დაუშვას შეცდომები და განვითარდა ის რაც კლასიკურად ვითარდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ოპონენტი არ ჰყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება და „ქართულ ოცნებაში“ სწორედეს პროცესი იყო დაწყებული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge