png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ოპონენტები საუბრობენ, რომ ბანკები სესხების ჩამოწერას და განულებას ყოველთვიურად ახორციელებენ, რაც დიდი ტყუილია - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 21.11.2018
  • 12:29
ოპონენტები საუბრობენ, რომ ბანკები სესხების ჩამოწერას და განულებას ყოველთვიურად ახორციელებენ, რაც დიდი ტყუილია - კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კერძო პირებისთვის სესხების განულების პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის კომერციულ ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სანამ საქართველოს მთავრობა 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის სესხების განულების შესახებ განაცხადებდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს.

„კერძო პირებისთვის სესხების განულების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, რადგან ჭარბვალიანობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მძიმე მდგომარეობაში 600 000-ზე მეტი მოქალაქეა, რომლებიც ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობას არიან მოკლებული. ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარეც. როდესაც ოპოზიციამ გაიგო, რომ ბანკებთან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით და განცხადების გაკეთებას ვაპირებდით, წინა დღეს გამოვიდნენ და მოგვიწოდეს - სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოთო. ოპონენტებს სურვილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ, თუმცა ეს ყველაფერი სასაცილო და დადგმული შოუ იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ცენტრალური მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

„ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას ვისმენთ. პირველ რიგში, მათგან, ვინც ბრიფინგით გვემუქრებოდა. ახლა უკვე ისინი ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და თითქოს, არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზეც, რომ ბანკები სესხების ჩამოწერას და განულებას ყოველთვიურად ახორციელებენ, რაც დიდი ტყუილია. არ ვიცი საიდან აფიქრდებათ ამდენი სიცრუე, თუმცა ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სესხების განულების პროცედურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ვალი სრულად ჩამოიწერება.

„ჩვენთვის თითოეული მოქალაქე და მათი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 3 დეკემბრიდან სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იქნება. მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ, იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც მართებთ. სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკებებში იყო ჩართული. მადლობა ბანკებს, განსაკუთრებული მადლობა კი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო. ვისმენთ გარკვეულ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დაიხარჯოს თანხები ბიუჯეტიდან, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge