png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს არ უჭერენ

  • პოლიტიკა
  • 21.11.2018
  • 15:51
„თავისუფალი დემოკრატები“ არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს არ უჭერენ

„თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ არ უცხადებენ მხარდაჭერას არც ერთი  პოლიტიკური ძალის კანდიდატს და არც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ამგვარი პოზიცია  ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები.

პარტიაში მიაჩანიათ, რომ 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აღარ წარმოადგენს სახელისუფლებო არჩევნებს, ანუ -არჩევნებს, რომელიც იწვევს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას სახელმწიფო ხელისუფლებაში.

„მიუხედავად ამისა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, ფაქტიურად სახელისუფლებო არჩევნების შინაარსი შეიძინა. ამ არჩევნებში წყდება არა მხოლოდ საკითხი, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომელიც არ წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს, არამედ, უმთავრესად - საკითხი იმის შესახებ, თუ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლიტიკური პოლუსიდან, რომელი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და შესაბამისად, რომელი მათგანი შეძლებს ისარგებლოს ამ გამარჯვებით საპარლამენტო, ანუ უკვე სახელისუფლებო არჩევნებში გამარჯვებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ  „თავისუფალ დემოკრატებს“ ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ არ მიაჩნიათ არც „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში.

„შესაბამისად, ჩვენ არ გამოვხატავთ მხარდაჭერას არც ერთი ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მიმართ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ. ჩვენი ამგვარი პოზიცია  ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატები“ აღნიშნავენ, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რომელმაც მართალია გააძლიერა და ქმედითი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ისინი სრულად დაუქვემდებარა საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს. შედეგად, ვერ შეძლო სახელმწიფოში ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციებს შორის სახელმწიფო ძალაუფლების განაწილებისა და ინსტიტუციების ურთიერთკონტროლის პრინციპი.

„იგივე შეცდომა დაუშვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. მანაც ვერ თქვა უარი საბჭოური ტიპის პარტოკრატიულ მართვაზე და საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია სახელმწიფო ინსტიტუციები. სწორედ ამან განაპირობა ამ ხელისუფლების კრახიც, რაც დღეს სახეზეა“, -ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნიათ რესურსი, რომ უპასუხონ საქართველოს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ განვითარების უპირობო მოთხოვნას - სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბებას.

„ამ ორივე ძალის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პერსონები არიან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან.

„ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატები“ საჭიროდ მიჩნევენ აღნიშნონ, რომ ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება. „დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge