png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი“ JCB-ი ბარათების მფლობელებს მოემსახურება

  • ბიზნესი
  • 22.11.2018
  • 14:37
პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი“ JCB-ი ბარათების მფლობელებს მოემსახურება

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა  JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში JCB-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. JCB წარმოადგენს იაპონიაში დაფუძნებულ ერთადერთ მსხვილ საერთაშორისო საგადახდო ბრენდს, რომლის  ბარათებიც  190 ქვეყანაში გამოიყენება. 117 მილიონი ადამიანი, რომელიც ფლობს JCB-ის ქსელში ჩართულ ბარათებს, წარმატებით ახორციელებენ ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან, მსოფლიოს მასშტაბით.

„საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ არის პირველი ბანკი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც JCB ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. 117 მილიონს ადამიანს ვინც ფლობს JCB-ის ბარათებს, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საქართველოს ბანკის გადახდის ტერმინალებით და ბანკომატებით. საქართველო აზიური ქვეყნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა და ვფიქრობ, საქართველოს ბანკის  საგადამხდელო სისტემაში JCB ბარათების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ბანკთან წარმატებით შედგა.

როდესაც ჩვენი კომპანია განიხილავდა რეგიონში საკუთარი ბიზნეს აქტივობების გაფართოების საკითხს, არჩევანი შევაჩერეთ საქართველოს ბანკზე, რადგან ის გამოირჩევა საიმედო და სტაბილური რეპუტაციით, მუდმივი ინოვაციით. ბანკის მიზნები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან - მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო და თანამედროვე სერვისები. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს მივცემთ JCB ბარათების მფლობელებს“,- განაცხადა JCB–ის გენერალურმა დირექტორმა, ტაკაში სუეცუგუმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge