png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 28.11.2018
  • 13:27
"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი - ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ "ნაცმოძრაობას" და რუსთავი 2-ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან, ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ.

"არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან. ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა.

როგორც ჩანს ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც აქვს უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს.

კერძოდ ნაცმოძრაობის აქტივისტები, ჩამოგითვლით სახელებს და გვარებს - მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი, ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ეგრეთ წოდებული ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.

გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაც მოძრაობის აქტივისტებს გამოტანილი აქვს ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან, ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნეს აგრესიული ფონი. ეს არის დაბალი კულტურის და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ ნაციონალური მოძრაობისგან.

მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობას და რუსთავი 2-ს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა.

10:00 საათის მონაცემებით აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის . მაღალი აქტივობის ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, აგრესიას და ძალადობას, რომელიც მოედინება ნაცმოძრაობის მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და სამწუხაროდ მოედინება დღესაც რუსთავი 2-ის მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge