png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გაუფრთხილდით ამ ხალხს და შეასრულეთ ის, რასაც დაპირდით, საპარლამენტო არჩევნების დროც მალე მოვა - თემურ ბასილია

  • პოლიტიკა
  • 29.11.2018
  • 10:53
გაუფრთხილდით ამ ხალხს და შეასრულეთ ის, რასაც დაპირდით, საპარლამენტო არჩევნების დროც მალე მოვა - თემურ ბასილია

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია „ფეისბუქში” საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს პირველად ისტორიაში ქალბატონის არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ სალომეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! - 

საინტერესოა, ვნახოთ რამ განაპირობა ეს შედეგი: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 1,2 მილიონი ხმა მიიღო (ციფრი საბოლოო არ არის, რადგან ყველა უბანი ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ), რაც დაახლოებით 530 ათასით მეტია პირველ ტურში მიღებულ ხმებზე. ამ 530 ათასი ამომრჩევლიდან, დაახლოებით 170 ათასი, გახლავთ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა პირველ ტურში, ოღონდ მათ არც ნაცებისთვის და არც ოცნებისთვის დაუჭერიათ მხარი (სხვათა შორის, გრიგოლ ვაშაძემაც დაახლოებით 170 ათასით მეტი ხმა მიიღო მეორე ტურში). რეალურად, დაახლოებით 355 ათასი ახალი ამომრჩეველი მივიდა მეორე ტურში, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

პრაქტიკულად, ამ ახლად მისულმა, 355 ათასმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ეს, ამ ხალხმა მოიგო გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ, ეს ხალხი - დაახლოებით 530 ათასი ამომრჩეველი (355 ათასი ახლად მისული + 170 ათასი პირველ ტურში მისული, ვინც არც ნაცებს და არც ოცნებას არ დაუჭირა მხარი) მოიგებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებსაც. ამიტომაც, გაუფრთხილდით ამ ხალხს და შეასრულეთ ის, რაც დაპირდით; ნუ „გადააგდებთ“ მათ ვინც ერთხელ უკვე „გადააგდეთ“ 2012 წლის შემდეგ. გარწმუნებთ, ეს ორი წელი უცებ გაფრინდება და საპარლამენტო არჩევნების დროც მალე მოვა; იქ არ იქნება მეორე ტური და მხოლოდ მაჟორიტარების იმედით ძნელი იქნება სასურველი შედეგის მიღება ...“, - წერს ბასილია.

თემურ ბასილიას საქართველოს ხელისუფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ერთ-ერთი ბანკიდან ქრთამის აღებას ედავებოდა. 2004 წელს მან საქართველოს დატოვა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. საქართველოს ხელისუფლებამ თემურ ბასილიაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. 2008 წელს საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის 3-მაისს საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის საქმეზე 10-წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა და სააპელაციო სასამართლომ თებურ ბასილია უდანაშაულოდ გამოაცხადა. 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge