png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

6 წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად დავუახლოვდებით, ან სრულად ვინტეგრირდებით ევროკავშირსა და ნატოში - სალომე ზურაბიშვილი BBC-ისთან ინტერვიუში

  • პოლიტიკა
  • 30.11.2018
  • 10:10
6 წლის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად დავუახლოვდებით, ან სრულად ვინტეგრირდებით ევროკავშირსა და ნატოში - სალომე ზურაბიშვილი BBC-ისთან ინტერვიუში

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, bbc-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის 6 წელი ევროკავშირსა და ნატოსთან რაც შეიძლება მეტად დააახლოებასა და ამ ორგანიზაციებში სრულად ინტეგრირებას მიეძღვნება. BBC-ის რუსული ბიურო საქართველო ს არჩეულ პრეზიდენტთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

BBC: როგორც პრეზიდენტმა რა უნდა გააკეთოთ ცვლილებების მისაღწევდ?

სალომე ზურაბიშვილი: არსებობს ორი მიმართულება, სადაც პრეზიდენტი ძალიან აქტიური უნდა იყოს. პირველი ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა, ეს კონსტიტუციაში წერია. ეს 6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომელიც ევროპაში, ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისათვის იბრძვის.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ მას უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ან სრულად ვინტეგრირდეთ. ამ საკითხში ყველაზე აქტიური პრეზიდენტი ვიქნები. მემახსოვრება, რომ სწორედ ქალბატონმა ვიკე-ფრეიბერგამ (ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წლებში) თავისი ქვეყანა გააწევრიანა ევროკავშირსა და ნატოში. ჩემი მიზანიც ეს არის.

საქართველო უნდა გახდეს უფრო ცნობადი მსოფლიო რუკაზე უამრავ ასპექტში. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რას წარმოადგენს საქართველო, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხმა ეს არ იცის. მათ საქართველო მხოლოდ რუკაზე აქვთ ნანახი და სინამდვილეში ჩვენს შესახებ არაფერი იციან.

მე ევროპაში გავიზარდე, ვიყავი ფრანგი დიპლომატი 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. ვიცი რა არის ევროპული თანამეგობრობა, როგორ უნდა ვიაროთ მისი მიმართულებით და როგორ გავაერთიანოთ ხალხი მის გარშემო.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ პოსტ-საბჭოთა მენტალობის ჩარჩოებიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 25 წლის განმავლობაში მაინც იყო ჩვენში გამჯდარი.

უნდა გავაერთიანოთ ხალხი, რადგან თუ ქვეყნის შიგნით არ გავერთიანდებით, ვერ დავიბრუნებთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. და ახლა ეს შესაძლებელია, ეს ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი და საერთო მიზანია- ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge