png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საპრეზიდენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა - „თავისუფალი დემოკრატები“

  • პოლიტიკა
  • 03.12.2018
  • 14:25
საპრეზიდენტო არჩევნები "ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა - „თავისუფალი დემოკრატები“

აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინციდენტის ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რომლის შედეგებიც სარწმუნო იქნება საზოგადოებისათვის, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო აქტიურობა ძალადობის წახალისების ტოლფასი იქნება, რომლის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ურთიერთდაპირისპირებულმა ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა - სამშობლოს ღალატში ურთიერთბრალდებებით, საჯაროდ ურთიერთშეურაცხყოფებით, სიძულვილის ენის ინტენსიურად გამოყენებით და ა.შ. ამას დაემატა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში დიდი ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა და ძალადობა ოპონენტის მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის ნების კონტროლი და სხვა არასათანადო მოქმედებები. 


აღნიშნულმა შედეგად საზოგადოების წევრთა ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოებაში მძიმე აგრესიული მუხტის გაჩენა გამოიწვია, რაზედაც პასუხისმგებლობა უპირველესად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას ეკისრება. 

ასეთი სიძულვილის ფონზე ჩატარებული არჩევნების ლოგიკურ გამოძახილად ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებს და ინციდენტებს საზოგადოების ცალკეულ წევრებსა თუ ჯგუფებს შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რაც რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ორიოდე დღის წინ ქუთაისის აეროპორტში ჯონი გიგანისა და თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორცილებული სამარცხვინო თავდასხმა. არის სხვა შემთხვევებიც. 
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საზოგადოების გახლეჩვა და ურთიერთდაპირისპირება. ხელისუფლების ვალდებულებაა ქმედითი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებაში გაჩენილი აგრესიული მუხტის განეიტრალებისათვის. 

შექმნილ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინციდენტის ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რომლის შედეგებიც სარწმუნო იქნება საზოგადოებისათვის. 

ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო აქტიურობა ძალადობის წახალისების ტოლფასი იქნება, რომლის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge