png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

  • ეკონომიკა
  • 09.12.2015
  • 14:15
საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს

საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები.

„ჩვენს მიერ შესწავლილი 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ლიმიტს (საშტატოს 2%, ან 5 ერთეული). მიუხედავად ამისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები კანონს არღვევენ. 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი ზემოაღნიშნული ლიმიტიდან გამონაკლისს უშვებს. კერძოდ, პროცედურის თანახმად, უწყება, მიმართავს მთავრობას ლიმიტის გაზრდის თაობაზე, ხოლო მთავრობა განკარგულებით აძლევს თანხმობას. შესწავლილი 79-დან 61 უწყებას მთავრობის მიერ თანხმობა ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდაზე. სულ მთავრობამ 2013-2015 წლებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან დაკავშირებით 170-მდე განკარგულება გამოსცა, რომელიც ამ უწყებებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ საბიუჯეტო კოდექსით დადგენლილი შეზღუდვები. პირველ დიაგრამაზე მოცემულია ის ოცდაათი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლებიც ყველაზე მეტად აჭარბებენ 2%-იან ლიმიტს”, აღნიშნულია კველავში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ში განმარტავენ, რომ შტატგარეშე რიცხოვნობის ლიმიტის ასეულობით პროცენტით გადაჭარბება ფორმალურად არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეყრდნობა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომელიც ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას როდესაც მთავრობის თანხმობით შესაძლოა ლიმიტი გაიზარდოს, თუმცა როდესაც 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 61-ს საგრძნობლად გაზრდილი აქვს ლიმიტი ეს მოვლენა უფრო წესად უნდა ჩაითვალოს ვიდრე გამონაკლისად და რეალურად 2015 წლის (ისევე როგორც 2014 და 2013) ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერილი ეს ნორმა, როგორც კვლევიდან ჩანს, არანაირ ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა.

„კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რამდენად შეესაბამება დღესდღეობით საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით მომუშავე ადამიანების საქმიანობა ამ სტატუსს, რომელიც, კანონის მიხედვით “...მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად”, აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge