png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

  • ბიზნესი
  • 06.12.2018
  • 14:10
„გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე კვლევა გამოაქვეყნა

 „გალტ ენდ თაგარტმა“ უზბეკეთის ეკონომიკაზე მოამზადა კვლევა, სადაც  ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივებია განხილული.  „გალტ ენდ თაგარტი“ განაგრძობს რეგიონის ეკონომიკების მაკრეოკონომიკური დაფარვის გაფართოებას და  ქვეყნების ეკონომიკების შესწავლას. სტრატეგიის მიზანია, „გალტ ენდ თაგარტი“ გახდეს რეგიონალური საინვესტიციო ბანკი და შეძლოს ინვესტორების მომსახურება რეგიონის მასშტაბით, რათა მათ გააცნოს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით. ამჟამად ინვესტორები რეგიონში ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ და შესაბამისად, მათი დაინტერესება რეგიონის ეკონომიკებით მზარდია. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკურ პროდუქტებზე. უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა,რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

„ბოლო რამოდენიმე წელია, უზბეკეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ქვეყანაში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უზბეკეთის კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელზე გადასვლას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით გეგმავს. ამ მიმართულებით ინვესტორების მხრიდან პოზიტიურმა მოლოდინებმა ინტერესი გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთი არ არის ბევრი საკონსულტაციო კომპანიის დაფარვის საგანი, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკის მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარება ინვესტორებს ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასებაში და ინვესტირებაში, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გალტ ენდ თაგარტის საქმიანობაზე“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.   

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში უზბეკეთის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა და კორუფცია სახელდება. საბანკო სექტორში და ეკონომიკის სხვა დარგებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა, რაც ზღუდავს კონკურენციას. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაზე და მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის სრულად სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს:  www.galtandtaggart.com

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge