png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს

  • ეკონომიკა
  • 06.12.2018
  • 15:53
ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს

ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის, ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს. საიტის საძიებო სისტემის, ჯავშნებისა და ვიშლისთების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორის მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის.

„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში - https://goo.gl/VTiDZm.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმზე მოთხოვნის ზრდას ქალაქის ცნობადობის გაზრდას, განხორციელებულ სარეკლამო კამპანიებსა და რეგიონში არსებულ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს უკავშირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს.

„Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებპორტალია მსოფლიოში, რომელსაც 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიტის მომხმარებლებში ბათუმი პოპულარულია. Airbnb-ს საძიებო სისტემაში ჩვენს ქალაქზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების შედეგია. როცა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქტიური ონლაინ რეკლამა მიმდინარეობს სოციალურ მედიასა და ძირითად ონლაინ არხებზე ბუნებრივია, მსგავსი შედეგები დგება. წელს, ბათუმი ასევე, იყო დასახელებული ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თავის მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს 2019 წლის საინტერესო ტურისტული მიმართულებების შესახებ. ამ ჩამონათვალში ბათუმის მოხვედრა ბუნებრივია ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ზოგადად, რეგიონში ტურისტების მატებას“. განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge