png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გარემოცვიდან 16 ადამიანი რუსეთთან კონტაქტობდა - CNN

  • მსოფლიო
  • 11.12.2018
  • 12:06
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გარემოცვიდან 16 ადამიანი რუსეთთან კონტაქტობდა - CNN

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვიდან სულ მცირე 16 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი რუსეთთან 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იუწყება.

მედიასაშუალება თავის დასკვნებს სასამართლო მასალებზე, საჯარო განცხადებებზე, მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე აკეთებს, რომლებიც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე გამოძიებას ეხება. გამოძიებას სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწრამოებს. ის აქტიურად სწავლობს ტრამპის შტაბსა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირებს.

CNN-ი ტრამპთან დაახლოებულთა შორის ასახელებს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტის, დონალდ ტრამპის კამპანიის უფროს თანამშრომელს რიკ გეითსს, ეროვნული უსაფრთხოების ექს- მრჩეველს მაიკლ ფლინს, ასევე კამპანიის მრჩეველს ჯორჯ პაპადოპოლუსს.

ტელეარხის სიაში ასევე არიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი - დონალდ ტრამპი უმცროსი, ქალიშვილი ივანკა და სიძე ჯარედ კუშნერი.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი ორჯერ შეხვდა სერგეი კისლიაკს, რომელიც იმ დროს ამერიკაში რუსეთის ელჩი იყო. კისლიაკს ასევე შეხვდნენ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის თანამშრომელი ჯეი-დი გორდონი, კამპანიის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯი და კუშნერის პირადი თანაშემწე ავი ბერკოვიცი.

ამასთან, იმ დროს დონალდ ტრამპის საქმიანი პარტნიორი, ამერიკის კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ის დამფუძნებელი ერიკ პრინსი ეკონტაქტებოდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს კირილ დიმიტრიევს.

რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ ტრამპის კამპანიის მრჩეველი როჯერ სტოუნი და საარჩევნო კამპანიის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კაპუტო.

დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს კავშირები ჰქონდა ორ რუსულ კომპანიასთან, რომლებსაც მოსკოვში ტრამპის ცათამბჯენის აშენება სურდათ. მათთან ასევე ურთიერთობდა აშშ-ის პრეზიდენტის ბიზნეს-პარტნიორი ფელიქს სატერი.

რობერტ მიულერის გუნდმა გამოძიების შედეგებით ბრალი უკვე  წაუყენა ოთხ ამერიკელს, რომლებიც ტრამპის წინასაარჩევნო შტაბთან იყვნენ კავშირში და რუსეთის 10 მოქალქეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge