png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, –ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს

  • პოლიტიკა
  • 12.12.2018
  • 15:18
რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, –ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს

 

რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ.

რაც არ უნდა კრიტიკული აზრი იყოს, უნდა თქვა, აქვს ვიღაცას ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას – არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას. ვინ იყო ახლა აქ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა და გადასულიყვნენ იმ ჯებირს. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge