png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

  • სამართალი
  • 13.12.2018
  • 19:50
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

დღეს სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე - „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.

მომჩივნები ჩიოდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა), დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა), კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-8 მუხლითა (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტით (ეს უკანასკნელი მუხლი მითითებული იყო მხოლოდ კუდუხოვას საქმეში) უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ.
ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანთა მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე, რომ გამოეწვია აღნიშნული მუხლების დარღვევა. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებმა ვერ მოახერხეს prima facie მტკიცებულებების წარდგენა მათი საკუთრების დაზიანების ან განადგურების თაობაზე. მე-8 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის პერიოდში მომჩივნების მცირე ხნით სხვა ქვეყანაში (რუსეთში) გადაადგილება ვერ ჩაითვლებოდა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევად.

ზემოაღნიშნული პირებიდან მხოლოდ ერთი მომჩივნის - ჯიოევას საჩივრის ნაწილზე, ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-13 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, არსებული საქმის მასალების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეთხოვა მხოლოდ ამ მომჩივნის მოცემულ კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარდგენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge