აშშ-ის სენატი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის პრინცს აკისრებს
- მსოფლიო
- 14.12.2018
- 12:51
აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმანს ეკისრება. ამის შესახებ The Hill-ი იუწყება.
რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ“უზრუნველყოს დაკისრებული პასუხისმგებლობა“ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
რეზოლუციას მხარი 56-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 41-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ვიდრე რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გადაეცემა. ის წარმომადგენლობით პალატა უნდა გადაეცეს. შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ვეტოს დაადებს. ამიტომ, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტები რეალურად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200