png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები იწყება

  • ეკონომიკა
  • 10.12.2015
  • 12:57
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები იწყება

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც კიდევ უფრო უკეთესად განვითარდება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge