png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2018
  • 14:14
სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ - გრიგოლ ვაშაძე

კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინიეთ სად ვცხოვრობთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.

მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ.

„თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმას არ აპირებს.
„გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ. ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინიეთ სად ვცხოვრობთ. ხომ არ ვამბობთ, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს, იკანონოს, მაგრამ თანაბრად მიუყენეთ ყველას. ამას გარდა, დაიმალებოდა კირკიტაძე? თუ ქვეყნიდან გაიქცეოდა? 3 წელი იარა სასამართლოში, ზუსტად ამდენს ივლის, თუ სამართალს და კანონს შეკითხვები აქვს მასთან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge