png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 20.12.2018
  • 12:09
სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა - პრემიერი

 სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ, - ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი.

მისი შეფასებით, სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში, წარმატებული არ აღმოჩნდა.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს შეეხება. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ მომავალში, გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო შავ სიაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ესაა სრულიად წარმოუდგენელი. ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1-ელ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება. დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge