png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში შედის

  • ეკონომიკა
  • 10.12.2015
  • 14:03
„ნარინჯისფერი რთველი“  აქტიურ ფაზაში შედის

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის. 10  დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 9281.67 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 1747.5 ტონა (სულ  11029,17 ტონა).

სამრეწველო მანდარინის  გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 349 500 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდის თანხა 174 750 ლარია).  

ამ ეტაპზე მანდარინის  გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქ.ქობულეთში შპს Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს GEO-Flowers.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში,  კომპანიები, რომლებიც  1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან  1 კგ მანდარინზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში:  რუსეთი (78,83% - 7387 ტონა), უკრაინა (12,95% - 1202 ტონა), სომხეთი ( 4,27% -  396 ტონა),  აზერბაიჯანი (1,52% - 141 ტონა), ყაზახეთი (1,40% - 130 ტონა),  ბელორუსია ( 0,87% - 81ტონა), სხვა ქვეყნები (0,16% -  15 ტონა).

2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - ტელ. 2 47 01 01 და ოფიციალური ვებ გვერდი www.apma.ge, სადაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი ციტრუსის რეალიზების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, მანდარინის მოსავალი 115 500-მდე  ტონა იქნება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge