ათენში, ეკლესიასთან ბომბი აფეთქდა
- მსოფლიო
- 27.12.2018
- 13:07
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტი ეკლესიასთან მოხდა.
დაიჭრა პოლიციელი, რომელიც ბომბს მიუახლოვდა.
პოლიციელის გარდა დაშავდა ეკლესიის დარაჯიც. მან საეჭვო ნივთი შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. როდესაც პოლიციელი საეჭვო ნივთს მიუახლოვდა, ბომბი აფეთქდა.
თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შედეგად პარკირებული მოტოციკლები მიწისქვეშ ჩავარდა.
ბომბი ეკლესიის შესასვლელთან, ლითონის ყუთში იყო მოთავსებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200