png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პოლონეთში, ქალაქის მერი კონცერტის დროს დანით დაჭრეს

  • მსოფლიო
  • 14.01.2019
  • 12:49
პოლონეთში, ქალაქის მერი კონცერტის დროს დანით დაჭრეს

საქველმოქმედო ღონისძიების დროს ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დანით დაჭრეს.

თავდამსხმელი სცენაზე აიჭრა და ყვირილი დაიწყო, რომ მან პატიმრობის ვადა უკანონოდ მოიხადა.

არეულობის შედეგად მან ადამოვიჩს დანით დარტყმა ორჯერ - მუცლისა და გულის არეში მიაყენა. მერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ადამოვიჩის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, პაციენტის ბედს შემდგომი საათები გადაწყვეტს. ექიმებმა მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენაც მოუწოდეს.

დაცვამ თავდამსხმელი დააკავა და პოლიციას გადასცა.

ღონისძიება, რომელსაც მერი ესწრებოდა, დახურული იყო. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა საღამოზე დასწრება პრეს-ბარათით მოახერხა.

ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის მოტივები ჯერ უცნობია. თავდამსხმელი 27 წლისაა. ის 2013 წელს ოთხი ბანკის ძარცვისთვის დააკავეს და 5 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც მან გამომძიებლებს განუცხადა, ციხეში მას სასტიკად ექცეოდნენ და აწამებდნენ.

პაველ ადამოვიჩი 53 წლისაა, ის გდანსკის მერი 1998 წელს გახდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge