png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის ისტორიას - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.01.2019
  • 14:28
ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის  ისტორიას - სალომე ზურაბიშვილი

სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ინახებოდა, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ეზოში დღეს პირველად აღიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე ესაუბრა:
"სახელმწიფო დროშა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის მნიშვნელობაზე თქვენთან, ახალგაზრდებთან მიწევს საუბარი, რადგან ეს დროშა მომავლის დროშაა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა, რომელიც ყოველთვის ასახავს სახელმწიფოს, ქვეყნის და ერის მთელს ისტორიას. ვიცით, რომ ქართველები არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ და იცავდნენ თავიანთ სახელმწიფოს.

მე, პირადად, უცხოეთში სამფეროვანი დროშის ქვეშ გავიზარდე, როცა მას სახელმწიფო დროშის დატვირთვა არ ჰქონდა და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ხელახლა ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა ჩვენი სახელმწიფო დროშაა და მას პატივი უნდა ვცეთ! დროშის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მისი იდენტობის პატივისცემაა!

სადაც უნდა იყოთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამ დროშის ქვეშ თქვენ საქართველოს ელჩები ხართ და უნდა მოიქცეთ ისე, როგორც შეეფერება ამ დროშას, როგორც შეეფერება ამ ქვეყანას. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სამშვიდობო მისიებში. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები. ამ დროშას იცავენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე და ჩვენ ვიცით,  რა პირობებში იცავენ მას. ამ დროშას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, როცა ის მსოფლიო ტურნირებზე აღიმართება.

ამ დროშის ქვეშ გაგვაქვს ჩვენი ქართული კულტურა - ნამდვილი საგანძური, რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ არანაკლებად, ვიდრე ჩვენს დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებული და თითოეული მოქალაქის დასაცავია, ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დავიცვათ იგი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღის დაწესება 2004 წლის 14 იანვარს "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 2016 წელს კი, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი დამზადდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge