png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება - მათიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.01.2019
  • 14:45
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება - მათიკაშვილი

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოც გაითვალისწინებს.

„უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების დარღვევა არ მოხდეს, ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მყისიერად და ემოციურად საუბარი შეიძლება. პირველ რიგში, ეს არის საპატრიარქოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ის რელიგიურ საკითხს სცილდება, რადგან პოლიტიკური მდგენელიც არის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რაც არის სწორი. ანუ, გადაწყვეტილებას ეკლესია იღებს და სახელმწიფო ითვალისწინებს გადაწყვეტილებას. ეს არის რელიგიური და სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.  

27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge