png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა - მამუკა ბახტაძე

  • ეკონომიკა
  • 25.01.2019
  • 14:30
ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა - მამუკა ბახტაძე

2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, - ამის შესახხეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიმართა შეხვედრები როგორც ბიზნეს- ასევე, პოლიტიკურ ლიდერებთან და ძალიან სასიხახრულოა, რომ ყველა ეკონომიკურ პანელზე აღინიშნა საქართველოს წარმატება. 

“საქართველო მოჰყავთ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად, რომელმაც განიცადა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური  ტრანსფორმაცია. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამის მოსმენა. ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელოიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშველოვანი მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში გეგმავენ პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების განხორციელებას. ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ძალიან მნიშვნელოვნად წინაპირობად აღიქვამენ იმ კანონმდებლობას, რომლის შემოღებას წლის მეორე ნახევრიდან ვაპირებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განებივრებული არ ვართ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებით და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან მივიღოთ ინვესტიციები საქართველოში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშველლლოვანი შეხვედრები გაიმართა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში დაიწყოს ამ თვალსაზრისით ინოვაციების განვითარება და საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. 

“ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად  - სიღარიბის დაძლევას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ასევე შეაჯამა ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები და გგანაცხადა,რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

“ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნისგან და მინდა, მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.   2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ძალიან ხელშესახები პროგრესი როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ გზაზე და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge