png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.01.2019
  • 09:40
 ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე - მიხეილ სააკაშვილი

მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

მისი თქმით, თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას.

„იმ  წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც იმ სცენარისთვის, რაც დამართეს ზვიად გამსახურდიას ხიბულაში.

„მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge