png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად - გიგა ბოკერია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გავრცელების შესახებ

  • პოლიტიკა
  • 28.01.2019
  • 16:13
უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად - გიგა ბოკერია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გავრცელების შესახებ

„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის,“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესაძლო გავრცელებას.

ბოკერიას თქმით, საგამოძიებო უწყებები არ რეაგირებენ მომხდარზე და ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტები გახშირდა.

„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის. ეს არის, რაც ჩვენ გვინდა და ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია. ყველაზე უფრო მძიმე ვითარება არის, თუკი პირდაპირი ნიშნები არსებობს პოლიტიკური მიმდინარე დისკუსიისას ამის გამოყენების და შემდეგ „გამოძიებას“ არაფერი არ მოაქვს. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება, რაც ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში,“ - ამბობს ბოკერია.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ ღამით გავრცელდა. ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge