png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 29.01.2019
  • 12:51
როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი - ირაკლი კობახიძე

„საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, პირადად მე ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების ფაქტის კომენტირებისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს მაქსიმალურად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

„პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ამორალურია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს ვინ არის ასევე სხვა მოწმეები, არიან თუ არა სხვა მოწმეები ამ ყველაფრის. უნდა ჩაეძიონ და აუცილებლად უნდა დადგინდეს ზედმიწევნით, ზუსტად, ის თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ფეისბუქით ხდებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება ან სატელეფონო საშუალებით, მითუმეტეს ძალიან მარტივი უნდა იყოს ამის გამოძიება.

„შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ბოლომდე ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიძიონ ვინ ავრცელებდა ასეთ რამეს თუ ავრცელებდა.

ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩემს პირად როლზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე. ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული, მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის წევრს თუ ეხება საქმე, იქ განსაკუთრებულად უნდა დავინტერესდე, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ასეთ ამორალურ აქტს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge