png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მთელ რიგ ქვეყნებთან - გიორგი ქობულია

  • ეკონომიკა
  • 29.01.2019
  • 14:32
2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მთელ რიგ ქვეყნებთან - გიორგი ქობულია

როგორც გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიზნით საქართველო თურქეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და ყურის ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციას და ამ კუთხით შეთანხმებებზე აქტიური მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე და ინვესტორთა მაღალი ნდობის მოპოვებას.

თავის გამოსვლაში, გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. „ვგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი პროდუქტების სტანდარტიზაციის და ხარისხის სისტემების გაუმჯობესებას, მათ შორის ევროკავშირის ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზრების გახსნას ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა. გიორგი ქობულიას შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის სისტემების დაახლოება მნიშვნელოვანია არა მარტო საექსპორტო პოტენციალის განვითრებისთვის, არამედ პირველ რიგში იმისათვის, მოსახელობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოსტის და სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ეფექტური მომსახურების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას.

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ტექნოპარკში იმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge